სოსო ფხაკაძე - მინდა, პრემიერს, ეკონომიკურ გუნდსა და მთლიანად ხელისუფლებას, როგორც ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ, მადლობა გადავუხადო
სოსო ფხაკაძე - მინდა, პრემიერს, ეკონომიკურ გუნდსა და მთლიანად ხელისუფლებას, როგორც ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ, მადლობა გადავუხადო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის კანცელარიაში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე ბევრი სხვადასხვა პროფილის კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთებიც,რომელებიც ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში ოპერირებენ.

ბიზნესმენთა ნაწილი მთავრობის მეთაურთან შესახვედრად საკუთარი წინადადებით არის მისული, თუმცა კონკრეტულად რის შეთავაზებას აპირებენ, შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენებს არ დაუკონკრეტებიათ.

„პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ძალიან ხშირად არის შეხვედრები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერს, ასევე მის ეკონომიკურ გუნდს და მთლიანად ხელისუფლებას, როგორც ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი სტრესია ქვეშ უწევთ მათ იმის კეთება, რაც კეთდება დღეს ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევთავაზეთ ჩვენი ხედვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით, მეორე დღეს პრემიერმა ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა. ახლაც გვაქვს წინადადებები“, – განაცხდა „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ.