სოსო ფხაკაძე - ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა
სოსო ფხაკაძე - ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლარის გამყარება დაიწყო და კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გაგრძელდება.

„წელს, ბუნებრივია, ყველა ვგრძნობთ, რომ შიდა სავალუტო ბაზარზე მოხდა კურსის სტაბილიზაცია. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები არავის არ მოგვწონს, მაგრამ კარგია, რომ დაიწყო უკუსვლა, დაიწყო ლარის გამყარება და ძალიან კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გაგრძელდება. რასაკვირველია, ეს ნებისმიერი ადამიანისა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.