სოსო ბარათაშვილი - სახალხო დამცველმა გამოხატა მკაფიო პოზიცია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება დაუშვებელია
ნინო ლომჯარიამ გამოხატა მკაფიო პოზიცია, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება,- ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ოჯახის ადვოკატმა სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურიდან ცნობა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების შესახებ ცნობა ჯერ არ მიუღიათ.
“სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს გავიარეთ ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხი და მოვისმინეთ სახალხო დამცველის პოზიცია. ნინო ლომჯარიამ გამოხატა მკაფიო პოზიცია, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება და ამის თაობაზე იმედი გვაქვს, რომ იგი გააკეთებს საჯარო განცხადებასაც”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
კითხვაზე, პროკურატურამ დაიწყო თუ არა საექსტრადაციო პროცედურები, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ცნობა ოჯახს არ მიუღია.
“რამდენადაც ჩვენ ვიცით პროკურატურას საექტრადაციო პროცედურები დაწყებული არ აქვს”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
თუბა ჩაბუქს იმედი აქვს, რომ მისი მეუღლის საქმეს სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს და იმედს გამოთქვამს, რომ 24 თებერვალს გაათავისუფლებენ.
“სახალხო დამცველი ისედაც საქმის კურსში იყო. მან კიდევ ერთხელ მიგვითითა, რომ საქმეს თვალ-ყურს მიადევნებს, ასევე ყველაგან ისაუბრებს ჩემი მეუღლის საქმის შესახებ. რამდენიმე დღე დარჩა ექსტრადირებამდე და ვიმედოვნებ, რომ 24 თებერვალს თავისუფალი იქნება ჩემი მეუღლე”, – განაცხადა თუბა ჩაბუქმა.