„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა სონ ჰინ მინმა სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა, – იუწყება BBC.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამხრეთ კორეის არმიაში სამი კვირა გაატარა და ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცი გახდა.
სონ ჰინ მინი სამხრეთ კორეამ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან 2018 წელს დროებით გაათავისუფლა, როცა მისი დახმარებით ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა აზიის ჩემპიონატში გაიმარჯვა.