სონ ჰინ მინი ჯარიდან დაბრუნდა
სონ ჰინ მინი ჯარიდან დაბრუნდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა სონ ჰინ მინმა სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა, – იუწყება BBC.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამხრეთ კორეის არმიაში სამი კვირა გაატარა და ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცი გახდა.

სონ ჰინ მინი სამხრეთ კორეამ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან 2018 წელს დროებით გაათავისუფლა, როცა მისი  დახმარებით ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა აზიის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

დატოვე კომენტარი