სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საზღვრის დარღვევას შეეცადნენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
შუშანა სტეპანიანი წერს, რომ სომხური მხარისთვის გაურკვეველი მიზეზით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უაზის ტიპის ავტომობილით სომხეთის საზღვრის დარღვევას შეეცადნენ.
„სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, მიატოვეს ავტომობილი, მოწინააღმდეგის სამხედროები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 13:45 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩვენი პუნქტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, მათ წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გავხსენით. მათ უკან დაიხიეს, აქვთ დანაკარგი. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს“, – წერს სტეპანიანი.