სომხური მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი უშრიშოების საბჭოს სხდომას მართავს
ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს.
როგორც სომხურ მედიას სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა განუცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილება „მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებები“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.