სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ მთიან ყარაბაღში დღემდე 120-მდე ფრენა შეასრულა
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ მთიან ყარაბაღში დღემდე 120-მდე ფრენა შეასრულა. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 23 ფრენა განხორციელდა. რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტიგენტი და სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს.
სომხური მედია წერს, რომ რუსი სამშვიდობოების ცენტრალური შტაბი ქალაქ სტეფანაკერტში განთავსდა. ერევანში აცხადებენ, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყველა სადამკვირვებლო პოსტი და შტაბი უკვე გახსნილია.
სომხური მედიის ცნობით, ცხრა სადამკვირვებლო პუნქტი მთიან ყარაბაღში პასუხისმგებლობის სამხრეთ და ჩრდილოეთ ზონებში განთავსდა, შვიდი სადამკვირვებლო პუნქტი კი ლაჩინის დერეფანში.