სომხური მედიის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ღამის განმავლობაში მხარეებს შორის ბრძოლა ინტენსიურად გრძელდებოდა
სომხური მედიის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ღამის განმავლობაში მხარეებს შორის ბრძოლა ინტენსიურად გრძელდებოდა

სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი წერს, რომ არცახის თავდაცვის ძალების დანაყოფების მიერ დაკარგული პოზიციების აღდგენის შემდეგ, ათობით დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედრო სომხეთის მხარეს აღმოჩნდა.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მხარეებს შორის ბრძოლა ინტენსიურად გრძელდებოდა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.