სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა
ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთში დღეს დილიდან განახლდა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები ქუჩების ბლოკირებას ახდენენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
მომიტინგეები ფაშინიანს ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე არაადეკვატურ რეაგირებაში სდებენ ბრალს. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქვეყნის პარალიზებას მოახდენს და საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს“.