სომხეთში ყარაბაღიდან 6 650 ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც სომხური მედია წერს, დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 6 650 პირი ჩავიდა.
„უკვე აღრიცხულია 5 580 ადამიანის მონაცემები, იდენტიფიცირების პროცესშია 1 070 ადამიანის საჭიროებების შეფასება. მათთვის, ვისაც არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მინისტრთა კაბინეტი უზრუნველყოფს შესაბამის საცხოვრებელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.