სომხური მედიის ცნობით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება
სომხური მედიის ცნობით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება

სომხური მედიის ცნობით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.

როგორც „ნიუს.ამ“ იუწყება, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ახალ სამმხრივ განცხადებას მოაწერენ ხელს.

რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები 8-9 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება. ჟურნალისტების ცნობით, მხარეები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელშიც საუბარი იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესზე და რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზე.

კრემლში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის დაგეგმვის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაციას მალევე გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, ბოლოს პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა მოსკოვში იანვარში გაიმართა.