სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის გენშტაბი ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს
სომხეთის შეიარაღებული ძალები პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომას ითხოვენ, – ამის შესახებ ქვეყნის შეირაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოთმინებით გადაიტანეს „თავდასხმები“, რომლებიც მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ამჟამინდელი მთავრობის მიერ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა პატივით შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, მხარდამხარ იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. შექმნილი ვითარების გამო, სომხეთის შეიარაღებული ძალები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომას“, – აღნიშნულია სომხეთის გენშტაბის განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გადააყენა.