სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
როგორც მედია იუწყება, ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს.
„მოხარული ვარ, მოვახდინო იმის კონსტატაცია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური პოლიტიკური დიალოგი. რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა სომხეთში, გაიმართა არა მხოლოდ სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, არამედ შინაარსობრივი მოლაპარაკებები ყველა საკითხზე. ოქტომბრის დასაწყისში ჩვენთან გაიმართა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომა. ამ ღონისძიებაზე განვიხილეთ სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობის საკითხები და დღის წესრიგი რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხური მედია ასევე წერს, რომ ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრაზე, ისევე როგორც მანამდე აზერბაიჯანის ლიდერ, ილჰამ ალიევისა და რუსეთის პეზიდენტის შეხვედრაზე განიხილებოდა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის თემაც.