სომხური მედიის ცნობით, ერევანში მორიგი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 111 აქტივისტი დააკავა
სომხური მედიის ცნობით, ერევანში მორიგი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 111 აქტივისტი დააკავა. ისინი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულნი.
აქცია სომხეთის დედაქალაქში სამთავრობო შენობასთან ახლოს მიმდინარეობდა. ადგილზე მოხდა შეხლა-შემოხლაც. პოლიციის ცნობით, სამი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავის მხრივ, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა აქტივისტების დაკავების დროს ძალას გადაამეტეს და დეპუტატებსაც კი სცემეს.
სომხეთში მაისის დასაწყისიდან არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიცია მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების ღალატსა და აზერბაიჯანთან დათმობაზე წასვლაში სდებს ბრალს.
აქტივისტები ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.