სომხური მედია - გეგარკუნკის მხარეში, რომელიც თავისუფალ ზონად იყო გამოცხადებული, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ
სომხური მედია - გეგარკუნკის მხარეში, რომელიც თავისუფალ ზონად იყო გამოცხადებული, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ

გეგარკუნკის მხარეში აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სოფელ ვერინ შორჟას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არტემ ერანოსიანის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ 300-400 მეტრით წაიწია წინ ვარდენისის პლატოს მარცხენა მხარეს, რომელიც მანამდე თავისუფალ ზონად იყო გამოცხადებული.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ ადგილას.

ორი დღის წინ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს და 500 მეტრით წაიწიეს წინ ვარდენისის მიმართულებით.