სომხური მედია - ბანკის მმართველზე სავარაუდო თავდამსხმელი საქართველოში დააკავეს
სომხური ბანკის ფილიალის მმართველზე სავარაუდო თავდამსხმელი საქართველოში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერევანში, „კონვერს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის მმართველს თავს 9 ოქტომბერს დაესხნენ და დაახლოებით 200 ათასი დოლარი გასტაცეს. საქმეზე სამი მოქალაქე დააკავეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა.
საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს ცნობით, საქართველოში დაკავებული მოქალაქის სომხური მხარისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.