სომხური და აზერბაიჯანული მედია მხარეებს შორის მორიგი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სომხური და აზერბაიჯანული მედია მხარეებს შორის მორიგი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმიამ სომხურ პოზიციებს მარტუნიში და მარტაკერტში არტილერიიდან გაუხსნა ცეცხლი, ასევე გამოიყენეს უპილოტო თვითმფრინავები.

სომხური მედია წერს, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამხედროები დაიღუპნენ.

სომხური მხარის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედიაც.

გავრცელებული ცნობით, აღდამის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის არმიის ერთი ჯარისკაცი დაშავდა.