სომხეთში ვადამდელი არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება
სომხეთში ვადამდელი არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება

სომხეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უკვე მეორედ არ დაამტკიცა. კონსტიტუციის თანახმად, ამ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი ნებით 16 ოქტომბერს იმ განზრახვით დატოვა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო. მან პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ მემორანდუმიც კი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, პარტია პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უარს აცხადებს. ამჟამად ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური“ პარტიის 50 მანდატი კი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის.