სომხეთში სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დასრულდება
სომხეთში სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის განათლების მინისტრმა, არაიკ არუთიუნიანმა გააკეთა.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო წელი სომხეთში დისტანციურ რეჟიმში დასრულდება.
მინისტრმა განმარტა, რომ გამოტოვებული საათების აღდგენის მიზნით, მომავალ წელს სწავლა ერთი კვირით ადრე დაიწყება და გაკვეთილები შაბათსაც ჩატარდება.
გამოცდებზე საუბრისას არუთიუნიანმა აღნიშნა, რომ მე-4-მე-9 კლასის მოსწავლეების გამოცდები გაუქმდება, მოსწავლეებს საშუალო შეფასება ექნებათ. ასევე გამოცდები არ ჩატარდება მე-10 და მე-11 კლასებშიც.
სომხეთში მოსწავლეები ატესტატებს 25 მაისს მიიღებენ.