სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები ეგზიტპოლისა და საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს ელოდებიან
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. ახლა პარტიები ეგზიტპოლისა და საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს ელოდებიან.
დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მცირე უმნიშვნელო სახის დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ექსპერტები ამბობენ, რომ არჩევნებში უპირობო ლიდერი ნიკოლ ფაშინიანის პარტია “ჩემი ნაბიჯია”.
ყველა საარჩევნო უბანი სომხეთის დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა.
არჩევნებში ცხრა პოლიტიკური პარტია და ორი პოლიტიკური ალიანსი მონაწილეობს.