სომხეთში შეიარაღებული პირები საკასაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ადგილობრივი დროით 22 საათზე ძორახბიურის დასახლებაში მოხდა.
ავტომატით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი არმან მკრტუმიანის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. არიან დაშავებულები, თუმცა სამართალდამცველები დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.
ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.