სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
სომხეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცი ავტოავარიას ემხსვერპლა. ინციდენტი დღეს გამთენიისას მოხდა.
„Nissan X Trail-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ვალდისალვ კულაკოვი მართავდა შეეეჯახა მისაბმელიან ავტომობილს, რის შედეგადაც რუსი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სომხური მედია იუწყება, გარდაცვლილი გიუმრიში მდებარე 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა. ის უმცროსი სერჟანტი იყო.