სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. ვიგენ სარგსიანის განცხადებით, მან ხმა სომხეთის თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას მისცა.
„ჩემმა ოპონენტებმა არადემოკრატიული პროცესები დაიწყეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სომეხი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მე ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და თავისუფლებას”, – განაცხადა ვიგენ სარგსიანმა.
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობს ცხრა პოლიტიკური პარტია და ორი ალიანსი.
ვადამდელი არჩევნები სომხეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. ამის შემდეგ, მთავრობას სათავეში დროებით ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა. გასულ თვეში თავად ფაშინიანიცგადადგა თანამდებობიდან, რათა ქვეყენაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.