სომხეთში, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს
სომხეთში, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები დღეს გარეგინის პარკში შეიკრიბნენ. როგორც ერევნიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ისინი ლიდერს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელოდნენ. მხარდამჭერებთან ერთად ნიკოლ ფაშინიანი გარეგინის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართა.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში ერევნის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

რესპუბლიკის მოედანზე ერთ საათში აქცია გაიმართება, სადაც მომხრეებს სიტყვით ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს.