სომხეთში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით სამი მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საიტზეა მითითებული.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, თავდაპირველად მოხდა 5,2 მაგნიტუდის, შემდეგ 3,8 და 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა.
მიწისძვრის ეპიცენტრები საქართველოდან, შესაბამისად 81, 80 და 79 კილომეტრებით იყო დაშორებული.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში.