სომხეთში ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის ინაუგურაცია გაიმართა
სომხეთში ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ცერემონია ეროვნული კრების სპეციალურ სხდომაზე გაიმართა. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. დარბაზში სომხეთის დროშა და კონსტიტუციის სპეციალური ეგზემპლარი შეიტანეს .
სომხეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი არა საყოველთაო არჩევნების გზით, არამედ პარლამენტის მიერ იქნა არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთი მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტოზე გადავიდა. კონსტიტუციაში ცვლილება 2015 წელს შევიდა.
სომხეთის პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 2 მარტს გაიმართა. არმენ სარგსიანი მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი და უკონკურენტო კანდიდატი იყო, რომელმაც 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, მის წინააღმდეგ ხმა ათმა დეპუტატმა მისცა.
არმენ სარგსიანი წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სომხეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა, ასევე იყო ევროკავშირში სომხეთის მისიის ხელმძღვანელი. 1996 წელს 4 თვის განმავლობაში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
რაც შეეეხება სომხეთის მოქმედ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.