სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ, მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება
სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ, მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

დღის მეორე ნახევარში სომხეთში მთავრობის სხდომა გაიმართება.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა სხდომის დაწყების დროს არ  აკონკრეტებს.

ქვეყნის ახალი პრემიერ- მინისტრის არჩევის შემდეგ, ეს მთავრობის პირველი სხდომაა.

ერევანში, მთავრობის სასახლე ამ დრომდე საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ გარშემორტყმული.

17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ- მინისტრად  ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აირჩია. გუშინ კი რამდენიმე მინისტრის ვინაობა გახდა ცნობილი.