სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის დაკითხვის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან რამდენიმე პირი დააკავეს
სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის დაკითხვა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში თითქმის რვა საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაკითხვის შემდეგ წარუკიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
როგორც გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, მისი წასვლის შემდეგ, შენობასთან, სადაც მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, ვითარება დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
დაკითხვამდე გაგიკ წარუკიანს სომხეთის პარლამენტმა იმუნიტეტი გაუუქმა.
„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სამი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. წარუკიანს სათამაშო ბიზნესში უკანონოს საქმიანობას, 2017 წლის არჩევნების დროს ამომრჩეველთა მოსყიდვას და მიწის ნაკვეთების უკანონო მისაკუთრებას ედავება. თავად პარტიის ლიდერი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.