სომხეთში, მეწ-პარნის დასახლების ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება მოხდა
სომხეთში, მეწ-პარნის დასახლების ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება მოხდა

სომხეთში, მეწ-პარნის დასახლების ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:54 საათზე მოხდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, აფეთქების ტალღამ შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა. დანგრეულია კედლები, ჩამსხვრეულია შუშები.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.