სომხეთში „კოვიდ-19“-ით 2230 ბავშვია ინფიცირებული, მათ შორის ერთი ახალშობილი
სომხეთში „კოვიდ-19“-ით სულ 2230 ბავშვი დაინფიცირდა. როგორც სომხური სააგენტოები იუწყებიან, 17 ივლისის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აღრიცხულია 2230 კოვიდინფიცირებული არასრუწლოვანი. ყველაზე უმცროსი პაციენტი 28 დღისაა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული 1134 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება შეფასდა, როგორც საშუალო, 12-ის მძიმე, ხოლო ერთის უკიდურესად მძიმე.
ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს 158 ბავშვს, 925 შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
კოვიდინფიცირებული არასრულწლოვნებიდან 1231 ბიჭი და 999 გოგონაა. 17 ივლისის მონაცემებით, 1665 ბავშვი გამოჯანმრთელდა.
ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ბავშვი აღრიცხულია ერევანში. ამასთან, 71 ინფიცირებული არასრულწლოვანი სხვა ქვეყნის მოქალაქეა.