სომხეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 111-ით გაიზარდა
სომხეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 111-ით გაიზარდა

სომხეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 111-ით გაიზარდა. 25 აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანას 42 936 ინციფირებული ჰყავს. მათგან 5343 მკურნალობას განაგრძობს, 36 475-მა კი, ვირუსი უკვე დაძლია.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ოდენობას, კორონავირუსს სომხეთში 858 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი გასული 24 საათის განმავლობაში. 260 ინფიცირებული კი, სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა.