გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 23 ადამიანი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 38 253 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 118 870 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 811 ადამიანი.