სომხეთში „კოვიდ-19“-ის 650 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 650 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 650 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 3 426 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ქვეყანაში 15 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის სომხეთის მაშტაბით 16 167 კოვიდინფიცირებული გადის მკურნლობის კურსს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 202 217 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 735 ადამიანი.