სომხეთში „კოვიდ-19“-ის 439 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 35 693-ს აღწევს, მათგან 24 766 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
სომხეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 678-ს აღწევს. ასევე გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელთა გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები გახდა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 217-ს აღწევს.