სომხეთში „კოვიდ-19“-ის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ინფიცირებული
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 13 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 11 405 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 339 977 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 7 644 ადამიანი.