სომხეთში „კოვიდ-19“-ის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4 293 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 169 820 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 156 ადამიანი.