სომხეთში „კოვიდ-19“-ის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა, ერთი კოვიდინფიცირებული კი, სხვა დაავადებით დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 42 616 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 850 ადამიანი. ამ დროის განმავლობაში 254 კოვიდინფიცირებული კი სხვა დაავადებით დაიღუპა.