სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების 15, ხოლო ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 515 ახალი შემთხვევა.
შესაბამის მონაცემებს სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 10 524 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 454 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილია სულ 170 პაციენტი, 59 ინფიცირებული კი, სხვა დაავადებისგან დაიღუპა.