სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 329-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
27 მარტის დილის 10:00 საათის მონაცემებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია ერთი.
როგორც ცენტრში აცხადებენ, 1625 ადამიანის ტესტირების შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა. საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 311 ადამიანი.
16 მარტიდან 14 აპრილამდე სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში პირველ მარტს დაფიქსირდა.
სომხეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება სამი ძირითადი კერიდან მოხდა. თავდაპირველად ვირუსი ირანიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა გაავრცელა. ასევე ვირუსი გავრცელდა ერთ-ერთი ჯვრისწერის ცერემონიის დროს და ერევნის ერთ-ერთ საწარმოში.