სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობა ნიღბებს არ ატარებს.
„მოსახლეობა მასობრივად არ ატარებს ნიღბებს. რას ვაკეთებთ არასწორად, რომ ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები განაგრძობენ საკუთარი ჯანმრთელობის უგულვებელყოფას? განა ჩვენი მთავრობა, რომელიც მოქალაქეებთან დიალოგის გზით შეიქმნა, იძულების ენაზე უნდა გადავიდეს, რომ აიძულოს მოქალაქეები, საბოლოოდ უკეთესად იზრუნონ საკუთარ ძვირფას ჯანმრთელობაზე?“ – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ 19“ 18 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.