სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 37 626-ს მიაღწია.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე განიკურნა 27 ათასზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ვირუსს ქვეყანაში სულ 719 პაციენტი ემსხვერპლა, მათ შორის რვა, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა. ასევე კიდევ ორი პაციენტი სხვა თანმდევი დაავადებებით დაიღუპა, სომხეთში ასეთი სულ 223 შემთხვევა ფიქსირდება.