სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 195 და გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 8 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში 11 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში სომხეთში ეპიდემიის დროს დაინფიცირდა 13 325 პირი და გარდაიცვალა 211 პაციენტი.
ამჟამად, საავადმყოფოებში მკურნალობას 8 943 ადამიანი განაგრძობს. გამოჯანმრთელდა 4 099 პაციენტი.
ამასთან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში 7 ივნისს განაცხადეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოების გამო, უწყება მუშაობას დროებით წყვეტს და შესაბამისად, 7 ივნისს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარდებოდა. „ამიტომ, კოვიდინფიცირების ახალგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ნაკლები იქნება“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.