სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

სომხეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი „ფეისბუქის“ საშუალებით ავრცელებს.

„დასრულდა 38 ტესტის კვლევა – 36 უარყოფითია, ორი დადებითი. ამ ეტაპზე გვყავს 15 დაინფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ ერთს აქვს პნევმონია“, – წერს ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი.