სომხეთში კორონავირუსის 939 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 939 შემთხვევა გამოვლინდა, 592 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 19 პაციენტი, კიდევ ოთხი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 823 ტესტი ჩატარდა. 23 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 255 648 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 237 855 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 200 ადამიანი გარდაიცვალა. 1 197-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.