სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 89 ადამიანს დაუდასტურდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა. მათ შორის, ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 168 177 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 159 876 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში „კოვიდ-19“-ით სულ 3 123 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 783 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.