სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ხუთით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში 2 796 პაციენტი გადის კორონავირუსეზე მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 225 553 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 526 ადამიანი გარდაიცვალა.