სომხეთში კორონავირუსის 882 შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 882 შემთხვევა გამოვლინდა, 1 668 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 40 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 328 963 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 293 760 პაციენტი გამოჯანმრთელდა.