სომხეთში კორონავირუსის 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 799 შემთხვევა გამოვლინდა, 1 903 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 29 პაციენტი, კიდევ ხუთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 8 148 ტესტი ჩატარდა. 19 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 332 713 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 301 856 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 212 ადამიანი გარდაიცვალა. 1 402 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.