სომხეთში კორონავირუსის 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 675 შემთხვევა გამოვლინდა, 1 539 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 40 პაციენტი, კიდევ 19 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 7 745 ტესტი ჩატარდა.
26 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 337 005 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 312 617 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 459 ადამიანი გარდაიცვალა. 1 431 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.